მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ნევროლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და რეზიდენტურა ნევროლოგიის მიმართულებით გაიარა. ივანე ბერითაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გაემგზავრა ესენში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით და რეზიდენტურა დაამთავრა. მოგვიანებით ამავე უნივერსიტეტში ნევროლოგიის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიცია დაიკავა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. პარალელურად, ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში კლინიკური ეპიდემიოლოგიის მეცნიერებათა მასტერის ხარისხი მიიღო. ასევე, გაიარა ბალიტომრის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სამედიცინო ხარისხის დაცვის კურსი და კიოლნის MIBEG-ის ინსტიტუტში სამედიცინო მენეჯმენტის პროგრამა.
მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი უნას ქრისტიანული ჰოსპიტლის ნევროლოგიის, გერიატრიისა და ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული ადრეული რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ. ასევე, არის ნევროლოგიის პროფესორი ესენის უნივერსიტეტში. მის სახელს უკავშირდება ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.
ზაზა ქაცარავა მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური პარტნიორის, თავის ტკივილის საწინააღმდეგო გლობალური კამპანიის თავმჯდომარეა. ასევე, გახლავთ საქართველოს თავის ტკივილის ასოციაციის საბჭოს წევრი და საქართველოს ნერვ-კუნთოვანი დაავადებებისა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის წევრი. გარდა ამისა, ზაზა ქაცარავა მოსკოვის ივ. სეჩენოვის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიისა (MSMU) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.